Thursday, March 11, 2010















1. პროექტის სახელი: რად მიყვარს ვაჟა
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ რომანტიკოსის მიერ შექმნილ ნაწარმოებებს, ფშავ–ხევსურეთსა და ვაჟა–ფშაველაზე.
3. პროექტის სრული აღწერა: ძნელად მოიპოვება მსოფლიოში სხვა ასე პატარა და ასეთი დიდი პოეტური ფოლკლორის მქონე კუთხე, როგორიც ფშავ–ხევსურეთია. აქ საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა მთის პოეზიის თავისებური სახეები, გმირული სული და მუსიკალური ბუნება...




მხოლოდ ასეთ კუთხეში შეიძლებოდა დაბადებულიყო კაცი, ვინც მთის მდინარესავით შემოიჭრა ქართულ პოეზიაში და ასე უხვად შემოიტანა ხალხური პოეტური სულის სიმდიდრე, სილაღე და ძალოვანება. ეს კაცი იყო ვაჟა–ფშაველა ყველა თაობის უსაყვარლესი პოეტი, მათ შორის ჩემიც...




გენიოსმა სამასი წელიც რომ იცოცხლოს, ბოლომდე მაინც ვერ იტყვის სათქმელს, რადგანაც მას შორეული სათავეების განძი ამოაქვს,ხოლო ეს განძი ულეველია. ის რაც ვაჟა–ფშაველამ დაგვიტოვა, ყოველთვის გვაზიარებს დიდი პოეტური სიმაღლეების ღვთაებრივ იდუმალებას, ხოლო საქართველო მომავალ თაობებს კიდევ მრავალჯერ შეახსენებს ფშაველი ბრძენის სიტყვებს:

,,სანამა ვცოცხლობ გულში მაქვს



კეთილსა ვყვანდე ზიარად,




ვერ მივცემ მტერსა მამულსა




საჯიჯგნად და საზიანად....''




აი რად მიყვარს ვაჟა......



4. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წლის.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: მოსწავლეთა მიერ ნაწარმოებების კვლევა ძიების წარმოდგენა კლასში.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შაიქმნას: ბავშვები წაიკითხავენ ქართველ რომანტიკოსთა ყველა მოძიებულ მოთხრობასა თუ პოემას.... ზოგიერთი ზეპირადაც ისწავლის და გაუჩნდებათ სურვილი სხვა ლიტერატურული მიმდინარეობის ავტორების შემოქმედებასაც ასევე დეტალურად გაეცნონ.
8. სარგებელი სხვებისთვის: დაინტერესდებიან და გაუჩნდებათ სურვილი, მიიღონ მონაწილეობა შემდეგი პროექტის განხორციელებისა.
9. სამუშაო ენა: ქართული ენა
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ გვეყოლება.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორიის მასწავლებელი ჩაუტარებს მოსწავლეებს ლექციას ფშავ–ხევსურეთსა და თავის ისტორიულ მოვლენებზე. ერთად იმ ეპოქის მიმოხილვა როცა მოღვაწეობდა ვაჟა–ფშაველა.
12. პროექტის ფასილიტატორი: ხათუნა ჩხაიძე
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
x.chxaidze@gmail.com.
14. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
www.xchxaidze.blogspot.com.